მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ტელევიზია ,,ტვ პირველი’’, ხარჯავს 8 მილიონ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650 ათას ლარად ამუშავებენ

Read Time:47 Second

„ნაცმოძრაობაში“ არის დიდი განხეთქილება, შემდეგ უკვე ფეიკებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დაპირისპირების გადაფარვას ცდილობენ ფეიკებით და ამის მაგალითია ტელეკომპანია „პირველის“ ხარჯების გამოქვეყნებაც.

,,ნაცმოძრაობაში“ არის დიდი განხეთქილება. შემდეგ უკვე ფეიკებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას. მაგალითად, ორი დღის წინ, სადღაც სოციალურ ქსელში შემხვდა, რომ მათი ერთ-ერთი ტელევიზია, „ტვ პირველი”, ხარჯავს 8 მილიონი ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650 ათას ლარად ამუშავებენ. დაახლოებით, თითო ადამიანის საშუალო ხელფასი ალბათ უნდა იყოს – 400 ლარი. ნახევარს და ორ მესამედს ხომ ვერ დახარჯავენ ხელფასებში. აი, ასეთ ფეიკებით ცდილობენ გადაფარვას. სხვა ტელევიზიაზე ამბობენ, რომ დახარჯა ამდენი, ათობით მილიონი ლარი. ფულთან დაკავშირებით დისკუსიებში არიან შესულები, რომ მათ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა გადაფარონ ფეიკებით. რეალურად, რომელი ოლიგარქის ფულს რომელი განკარგავს და რომელი რამდენს ჩაიდებს შემდეგ ჯიბეში, ამაზე არიან გადასულები. რეალურად, „ნაცმძრაობა“, როგორც პარტია აღარ არსებობს, განადგურებულია და არსებობს შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ, თუ რომელი დახარჯავს მეტ ფულს საკუთარი კეთილდღეობასთან დაკავშირებით,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ მომხდარი ხულიგნობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next post ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა