ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

Read Time:32 Second

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს პაკეტი, რომელიც მჭიდროდ იყო კოორდინირებული საერთაშორისო პარტნიორებთან, პასუხობს რუსეთის მხრიდან მუდმივ ესკალაციას და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიას ყალბი რეფერენდუმების საფუძველზე, დამატებითი ჯარიმების მობილიზებასა და ღია ბირთვულ საფრთხეებს.

„პაკეტს ევროკავშირის კანონმდებლობაში შემოაქვს საფუძველი, დაწესდეს ფასის ლიმიტი, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებასთან და შეიზღუდოს ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირება“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

სანქციების მერვე პაკეტი ასევე მოიცავს რუსეთიდან შვიდი მილიარდი ევროს ღირებულების საქონლის იმპორტის აკრძალვას.

პაკეტი გულისხმობს ე.წ. რეფერენდუმების ორგანიზებაში მონაწილე ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებისა და ომის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ტელევიზია ,,ტვ პირველი’’, ხარჯავს 8 მილიონ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650 ათას ლარად ამუშავებენ
Next post ლევან იოსელიანი – „ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ