ლევან იოსელიანი – „ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ

Read Time:28 Second

„ქართული ოცნება“ ე.წ. ოთხეულის განცხადებებს თუ არ გაემიჯნება, ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ამ გზავნილებს მკვეთრად თუ არ ემიჯნები, ე.ი. მათი თანამოაზრე ხარ.

„თავისთავად, ეს წერილები ძალიან არამეგობრული რიტორიკით იყო გამსჭვალული. ეს იყო ის ტექსტები, რომელსაც არ იმსახურებს ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობა. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში აშშ-ის აქვს გადამწყვეტი როლი, როგორც არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ძალაშია. როცა ამ ყველაფერს უპირისპირდები, უნდა გესმოდეს, რომ შენი ქვეყნის ინტერესს უპირისპირდები“, – განაცხადა იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა
Next post უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ოქტომბრისთვის – დოლარი – 2.8043 ლარი, ევრო – 2.7712 ლარი, ფუნტი – 3.1565 ლარი