ირაკლი კობახიძე: უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე

Read Time:42 Second

უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს, ყოველგვარი განხილვის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

 მისი თქმით, რეალურად, აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამხდარიყო გამჭვირვალე „ენჯეოების“ საქმიანობა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ „ენჯეოები“ არის ზოგადად პოლიტიკური ინსტრუმენტი. „ენჯეოები“ არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება სწორედ პოლიტიკური ინტერესების და მიზნების რეალიზებისთვის, აქედან გამომდინარე, სადაც საქმე გვაქვს პოლიტიკასთან, საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობა იქ არავის არასდროს უხარია. შესაბამისად, გასაგებია სუბიექტური ინტერესი, მაგრამ საბოლოო ჯამში, შენგან ითხოვენ გამჭვირვალობას, არ შეიძლება, ასეთი უხეში ფორმით იბრძოდე გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ეს არის გაუგებარი და მიუღებელი. ეს ყველაფერი არის ახსნა იმისა, რატომ ჩაკეტეს დისკუსია და ბოლო მომენტში, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს რატომ ჩააკეტინეს დისკუსია, როცა ჩვენ ყველას შევთავაზეთ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა ასეთი ჯანსაღი დისკუსიისთვის. უხეშად ჩააკეტინეს სალომე ზურაბიშვილს დისკუსია და ვეტო დაადებინეს ყოველგვარი განხილვის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: ახლა გაერთიანება გაერთიანებისთვის კი არ არის საჭირო, საჭირო არის ყველაზე კარგი რეზულტატის დასადებად – ბაჩო დოლიძე
Next post VIDEO: „ვეტოს რა თქმა უნდა მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი რომელის სჭირდება საქართველოს…“ – სოზარ სუბარი