გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ამიტომ ეშინიათ გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა – ირაკლი კობახიძე

Read Time:53 Second

გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ თვისებრივად გაიზრდება დონორების პასუხისმგებლობის საკითხი.

„მათ შორის იქ უამრავი ფაქტი ამოვარდება. საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოძრაობას „სირცხვილია“, ან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის მაგალითად „წერტილი“, „ტალღა“ და ა.შ რომლებიც ღიად თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას, პირდაპირ ეწევიან პროპაგანდას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ეწევიან ნარკოტიკების პროპაგანდას, ათას მანკიერებაში არიან ჩართული, პირდაპირ ჩართული არიან რადიკალიზმის გაღვივებაში. როდესაც საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს, როცა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ აღვივებს ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, ვინ ესხმის თავს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინ ეწევა ლგბტ პროპაგანდას და ა.შ, ეს გამჭვირვალობა ხომ ბევრ რამეს დააზღვევს, ხომ გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამაზე უკან დაიხევენ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა“, – აღნიშნა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: „ვეტოს რა თქმა უნდა მარტივად დავძლევთ, რადგან ეს არის კანონი რომელის სჭირდება საქართველოს…“ – სოზარ სუბარი
Next post შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროებას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ, ეს არასდროს გამხდარა არც ერთი პარტიის საქმიანობის შეფერხების, არც მით უმეტეს მათი დახურვის მიზეზი – ირაკლი კობახიძე