„არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს, თორნიკე ლიპარტიას სტუ-ის საიუბილეო სიმპოზიუმზე „ოქროს მედალი“ გადაეცა

Read Time:36 Second

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა.

სიმპოზიუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნისა (Gaudeamus Igitur) და ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული დოკუმენტები წარდგენით გახსნეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის და სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მხარდაჭერისათვის, სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი თანამშრომლებთან და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი და გეოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი თორნიკე ლიპარტია სტუ-ის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა.

საიუბილეო სიმპოზიუმს სხვადასხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) მეცნიერები ესწრებოდნენ.

საიუბილეო სიმპოზიუმის დასკვნით ნაწილში საზოგადოების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა, „მრავალჟამიერით“ წარსდგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შარლ მიშელი: 44-მა ქვეყანამ, რომელიც მოწვეულია პრაღაში, გადაწყვიტა შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, ეს არის პირველი პოზიტიური სიგნალი
Next post ლევან დავითაშვილი: ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა