ლევან დავითაშვილი: ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად

Read Time:50 Second

მხოლოდ და მხოლოდ, სწრაფი და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ოღონდ სტაბილურად რამდენიმე წლიან პერსპექტივაში მოგვცემს საშუალებას, რადიკალურად შევცვალოთ რეალობა ქვეყანაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ დგას უამრავი გამოწვევის წინაშე. ქვეყანაში სიღარიბის დონე ჯერ კიდევ მაღალია და ჯერ კიდევ მრავალი სოციალური პრობლემაა გადასალახი.

„ჩვენ ძალიან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ეს მაღალი ინფლაცია სამწუხაროდ არის ორნიშნა, თუმცა ვუყურებთ, რომ ინფლაციის ტენდენცია კლებადია. ჩვენი პროგნოზით, ის მომავალი წლის შუა პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს.

დღეს საქართველოს აქვს ევროზონის მაგვარი ინფლაცია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც 2-3-ჯერ მეტი ინფლაციაა, საქართველოში შედარებით უკეთესი სიტუაციაა, თუმცა ეს თითოეული მოქალაქისთვის დამაიმედებელი არ არის.

ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად, ეს არის გრძელვადიანი პირობა ჩვენი ხელისუფლების.

ის პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, რომ ჩვენ გვქონდეს დაბალანსებული მიდგომა, გვქონდეს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ამავე დროს გვქონდეს პასუხისმგებლიანი მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა, საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ მოვახერხოთ დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – ვულოცავ „თენეოს“ გუნდს, მჯერა, ეს დიდი გამარჯვება მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში