ირაკლი ღარიბაშვილი – ვულოცავ „თენეოს“ გუნდს, მჯერა, ეს დიდი გამარჯვება მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში

Read Time:39 Second

ვულოცავ პირადად ანუკი რობაქიძეს და „თენეოს“ მთელს გუნდს, მჯერა, ეს დიდი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქართველმა სტარტაპერებმა წარმატება მოიპოვეს.

„Theneo – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებპლათფორმა – ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპკონკურსის – PITCH-ის გამარჯვებულია.

კონკურსი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენციის – Web Summit-ის ფარგლებში, ჩატარდა.

ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის განხორციელება სახელმწიფოს თანადგომით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.

მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობისაკენ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ნიჭიერი ახალგაზრდების ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას.

ვულოცავ პირადად ანუკი რობაქიძეს და „თენეოს“ მთელს გუნდს. მჯერა, რომ ეს დიდი გამარჯვება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს სამეწარმეო სულისკვეთებისა და ინოვაციური იდეების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად
Next post გიორგი ვოლსკი: იმედი მაქვს, რომ ამ ბჭობის შემდეგ, გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ერთიანი პოზიცია იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეს უნდა