გიორგი ვოლსკი: იმედი მაქვს, რომ ამ ბჭობის შემდეგ, გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ერთიანი პოზიცია იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეს უნდა
რაც შეეხება, რადიკალური ოპოზიციის კანდიდატებს, რომლებიც ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. სამივე კანდიდატი აღჭურვილია, კონკრეტული პოლიტიკური პოზიციით და ამოცანით – როგორმე, საშუალება არ მისცენ და ხელი არ შეუწყონ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას,’’ – სახალხო დამცველის არჩევის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატების ირგვლივ შეთანხმება რთული იქნება. თუმცა, მისი ვარაუდით, მაინც შესაძლებელია ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმება.
,,წარსული მათი აქტივობიდან და დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, რაც გასაუბრების დროს გამოავლინეს მხოლოდ, ერთი რამ იკითხება, შეარჩიეს კანდიდატები, რომელთა გარშემო არ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. არსებობენ, რა საკვირველია, საინტერესო კანდიდატებიც ვისაც ხელეწიფება გარკვეული სამსახური გაუწიოს თავის ქვეყანას. მაგრამ, ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორში კადრების მომზადება არ არის ჯეროვანი. ამ სფეროს უნდა განეკუთვნებოდეს ადამიანები, რომლებმაც თავისი სფეროები მაღალ დონეზე იციან, სადაც მუშაობენ ეკონომიკას ეხება, სოციალურ საკითხებს, თუ ადამიანის უფლებებს და ამავე დროს, მიუკერძოებლები არიან და სახელმწიფოს ემსახურებიან და არა, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, პოლიტიკურმა სულისკვეთებამ, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაამკვიდრა პოლიტიკურ ველზე, საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია. მე იმედი მაქვს, რომ ამ ბჭობის შემდეგ, გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ექნება უმრავლესობას და ოპოზიციას ერთიანი პოზიცია. მაგრამ აბსოლუტურად არა ვარ დარწმუნებული, რადიკალური ოპოზიცია, მოინდომებს, რომ მსოფლიო საზოგადოებას დაანახოს, რომ ქართულ პოლიტიკაში კონსენსუსი შესაძლებელია. ეს მათ პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგება,’’ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...