ვენის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტაჟირებას გაივლიან

Read Time:43 Second

ვენის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტაჟირებას გაივლიან. ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და ვენის უნივერსიტეტის დეკან ბრიგიტა ციოხლინგ-იუდისთან შეხვედრისას შედგა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რატი ბრეგაძემ პროფესორ ბრიგიტა ციოხლინგ-იუდის კრიმინოლოგიის სფეროში თანამშრომლობაც შესთავაზა და აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის ძალზედ საინტერესოა ამ მიმართულებით ვენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური წრის გამოცდილების გაზიარება. მინისტრმა დეკანთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-ავსტრიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის ბევრ მიმართულებას მოიცავს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უწყების მიერ 2021 წელს დაფუძნებულმა სამართლებრივმა ჟურნალმა „იუსტიციამ“. რატი ბრეგაძემ პროფესორ ბრიგიტა ციოხლინგ-იუდის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თაობაზეც, რომელიც 2022 წლის პირველ აგვისტოს დაფუძნდა და სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდა.

მხარეებმა მჭიდრო, ორმხრივი თანამშრომლობისა და აკადემიურ წრეებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: იმედი მაქვს, რომ ამ ბჭობის შემდეგ, გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ერთიანი პოზიცია იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეს უნდა
Next post თეა წულუკიანი: ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი, არის ნული