თეა წულუკიანი: ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი, არის ნული

Read Time:36 Second

ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი, არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი ალბათ სერიოზული არ არის. – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„ამ „ზეროებისგან“ განსხვავებით „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ შეგვიერთეთო, მაგრამ ეს ყველა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარია ოპოზიციური გაერთიანების იდეით რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ. ისინი დღეს სამოქალაქო სექტორთან და მოსახლეობასთან შეხვედრას მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ ერთვებიან ევრო რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას პარლამენტს გარეთ განიხილავენ და სამოქმედო გეგმებს თავიანთ აუდიტორიას აცნობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვენის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სტაჟირებას გაივლიან
Next post ელენე ხოშტარია: ის პარტიები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები, ვინც ვთვლით, რომ პროდასავლური არჩევანი არის დასაცავი, ერთად გავაკეთებთ საქმეს