შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა

Read Time:30 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 5-12 ნოემბერს ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ჰიროიუკი ჰოსოდასთან, იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჰიტოში კიკავადასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან, უუმი იოშიკავასთან და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, კიმ ჩინ-ფიოსთან გამართავს.

„დაგეგმილია შეხვედრა იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებს შეხვდება.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კულტურის სამინისტრო კიდევ 12 თეატრისთვის მიკროავტობუსებს შეიძენს
Next post ლევან დავითაშვილი: ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების სტაბილური ზრდა, ოღონდ არა ერთჯერადად