ლევან დავითაშვილი სააკაშვილზე: ეს საკმაოდ მდარე პოპულისტური ნაბიჯები ჩვენი მოქალაქეების გრძნობებზე თამაშობს

Read Time:59 Second

საქართველოდან 24 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი ხორციელდებოდა, საიდანაც 50% იყიდებოდა მხოლოდ უკრაინაში. ეს იყო ჩვენი გაყიდვების გეოგრაფია და პარამეტრები. დღეისთვის 100 მლნ ბოთლამდე იყიდება 40-ზე მეტ ქვეყანაში და ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„პოლიტიკური პოპულიზმი, საკმაოდ მდარე პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გრძნობებზე თამაშობს, ხელს უშლის პროცესის სწორად, ლოგიკურად წარმართვას და მოსახლეობის ინტერესებს აზიანებს. 2012 წელს დაახლოებით 40 ტონაზე ნაკლები ყურძენი გადამუშავდა მთელ საქართველოში, მათ შორის საფერავის ჯიშის ყურძენიც, რომლის ფასზეც დღეს ვიღაცები სპეკულირებენ, არადა ფასი დღეს მინიმუმ 1.50 ლარია, ამიტომ უფრო მეტის ფასის მოთხოვნა წარმოუდგენელი. 2013 წელს 24 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და დღეისთვის კონკრეტულად ქინძმარაულის მიკროზონაში, რომელზეც სპეკულურებენ, დაახლოებით 29 ათასი ტონა ყურძენი მოდის საფერავის ჯიშის. ამას ემატება სხვა ჯიშებიც. მთლიანად საფერავის ჯიშის მოსავალი დაახლოებით 100 ტონამდეა საქართველოში. 2012 წელს იყო საყოველთაო პრაქტიკა, როცა მსხვილ მევენახეებს ეკრძალებოდათ ყურძნის ჩაბარება. სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის მონაწილეობით, 10 ჰექტარზე მეტის მქონე მევენახეებს ფაშისტებს ეძახდნენ. როცა საუბარია იმაზე, რა გაკეთდა სექტორში – აქ ვერ ვიქნები ემოციების გარეშე. 24 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი ხორციელდებოდა საქართველოდან, საიდანაც 50% იყიდებოდა მხოლოდ უკრაინაში. ეს იყო ჩვენი გაყიდვების გეოგრაფია და პარამეტრები. დღეისთვის 100 მლნ ბოთლამდე იყიდება 40-ზე მეტ ქვეყანაში. ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ლანჩხუთში მოსახლეობას შეხვდა
Next post დავით მათიკაშვილი: დამნაშავე სააკაშვილს აღარასდროს მიეცემა საშუალება, წაახალისოს ვენახის გაჩეხვა საქართველოში