კახა კუჭავა – გირაოს გადახდა აჩვენებს ევროკავშირის დიდ სურვილს, საქართველო დაუბრუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს და ამისთვის მაქსიმუმი გააკეთეს

Read Time:1 Minute, 35 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ევროკავშირის ეგიდით ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა აჩვენებს ევროკავშირის ძალიან დიდ სურვილს, საქართველო დაუბრუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს, საპარლამენტო ცხოვრებას და მაქსიმუმი გააკეთეს, რომ ამ მიმართულებით ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობდეს.

„თვითონ ის ფაქტი, რაც ვნახეთ, პირველ რიგში აჩვენებს ევროკავშირის მხრიდან ძალიან დიდ სურვილს, საქართველო დაუბრუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს, საპარლამენტო ცხოვრებას და მაქსიმუმი გააკეთეს მათ, რაც ჩათვალეს საჭიროდ, რომ ყველა ის ხელის შემშლელი საფუძველი, რაც შეიძლება, არსებობდეს, ბოლომდე აღმოფხვრილიყო. ზუსტად ეს იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომ გადაეხადათ გირაო. მე პირადად ჩავთვლიდი, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება არის კიდევ ერთხელ ძალიან დიდი დემონსტრირება, თუ რამდენად გვერდში უდგას ევროპა საქართველოს, მათ სურთ ძლიერი საქართველო, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, არ ვგულისხმობ, რომ კრიტიკა არ უნდა იყოს, პირიქით, ოპოზიციისგან სავალდებულოა კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა, თანმიმდევრული გეგმა, თუ როგორ უნდა დაუმტკიცოს თავის ამომრჩეველს, გაზარდოს საკუთარი ამომრჩეველი, რომ შემდეგ შეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა და ა.შ. ეს ის დღის წესრიგია, როგორც ცხოვრობენ ევროპული ქვეყნები და რასაც ელოდებიან ჩვენგანაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები“, – განაცხადა კუჭავამ.

თუმცა, მისივე განმარტებით, გირაო პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის გზა არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც უნდა იქნას განხილული და მიღებული, რომლითაც საბოლოოდ დასრულდება ამ საკითხზე მსჯელობა და არავის აღარ ექნება საშუალება, სპეკულაციურად გამოიყენოს ეს საკითხი. რაც შეეხება გირაოს გადახდას, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, რადგან მათი პარტიის თავმჯდომარე ციხეში იჯდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრჯერ შეეძლო, გადაეხადა გირაო, სხვებს გადაეხადათ, იყო დემონსტრაციული განცხადება, რომ არავისგან არ მიიღებდა გირაოს, იგივე ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის თანხმობის შემდეგაც იყო საუბარი, რომ ის არ მიიღებდა გირაოს, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი კრიზისის მცდელობა. ზუსტად ამის წინააღმდეგ არის ამნისტიის შესახებ ის კანონპროექტი, რომელიც ჩაიდო შეთანხმებაში, რომ მიღებულ იქნას პარლამენტის მიერ და საბოლოოდ დაიხუროს ეს საკითხი. ამიტომ, მოდით, გამოვიდეთ დიდი მიზნიდან, რომ საკითხი, რომელიც წარმოადგენს პარტიებს შორის ძალიან დიდ უთანხმოებას, ერთხელ და საბოლოოდ დაიხუროს და ქვეყანამ შეძლოს გადასვლა პარლამენტშიიმ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კუჭავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ
Next post ირაკლი კობახიძე – ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია