ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ

Read Time:27 Second

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მათი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.

ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატად წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

„თუ ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ამ შემთხვევაში, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, ამ არჩევნებს მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ. შემიძლია, თამამად გითხრათ. 2/1-ზე დაახლოებით, 65 პროცენტს ნიშნავს. შეგვიძლია, ეს თამამი განცხადებაა გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება ოპოზიციას ჰქონდეს, იქ შეიძლება, სხვანაირი პროცენტები დალაგდეს. გარწმუნებთ, ასეც და ისეც, ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძის აზრით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს მოიხსნება
Next post კახა კუჭავა – გირაოს გადახდა აჩვენებს ევროკავშირის დიდ სურვილს, საქართველო დაუბრუნდეს კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს და ამისთვის მაქსიმუმი გააკეთეს