კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „იუსტიციის აუდიტორია“ გაიხსნა

Read Time:49 Second

14 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „იუსტიციის აუდიტორია“ გაიხსნა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, აუდიტორია შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, მიიღონ სრული ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობის, მისი ამოცანების, მიზნებისა და მიღწევების შესახებ. მათივე თქმით, ამასთან, საგანმანათლებლო სივრცეში მოეწყობა საჯარო ლექციები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს საჯარო დისკუსიის ფორმატის დანერგვას სამართლებრივი საკითხების გარშემო და ამ გზით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„პროექტის ძირითადი ამოცანა სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში საჯარო სამსახურის პოპულარიზაცია და იუსტიციის სამინისტროში პერსპექტიული კადრების მოზიდვაა.

„იუსტიციის აუდიტორია“ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ხატიძემ გახსნეს. აუდიტორიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – თორნიკე ჭეიშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ბუბა ლომუაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი სესილი გოგიბერიძე, აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, მათ შორის, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია“, – ნათქვამია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: უწმიდესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას, ეკლესიას დაუბრუნდა – ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით, ეს უნიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გახსნეს