ირაკლი ჩიქოვანი – როდესაც არის კრიზისი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, თურმე რამდენი რამ აწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან

Read Time:52 Second

ჩვენ ვსაუბრობთ ათი ათასობით ადამიანზე და იმ სისტემაზე, რომლის შრომაც ყოველდღიურ რეჟიმში, არ ჩანს. ჩანს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის კრიზისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება, თურმე რამდენს აკეთებს ეს სისტემა, რამდენი რამ აწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სამშობლოს ემსახურებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

ჩიქოვანმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

„რიგ შემთხვევებში, ეს არის დაუფასებელი შრომა. სამწუხაროდ, თქვენს სისტემას, თქვენს თანამშრომლებს უწევთ ამ ვითარებაში მუშაობა, ვინაიდან ვერ გავექეცით შეურაცხყოფას აქაც, ამ დარბაზშიც და ამ ტრიბუნიდანაც კი. უფრო უარეს შეურაცხყოფას აყენებენ გარეთ ქუჩაში მაშინ, როდესაც ისინი იცავენ წესრიგს. ამისთვის ბოდიში და დიდი მადლობა ყველა იმ ოფიცერს, იმ ადამიანს, ყველა პოლიციელს, ყველა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად ამ დიდი სიმძიმისა, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის საქმიანობას“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს რაიმე სახის პოლიტიკური ვერტიკალი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ოფიცრები, ადამიანები, რომლებიც ატარებენ მუნდირის ღირსებას – არიან დაქვემდებარებული გარკვეულ პოლიტიკურ ვერტიკალს და არაოფიციალურ პოლიტიკურ დავალებებს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოვიდა „მინისტრის საათის“ ფორმატი, როგორც საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი. პარლამენტმა შეიძინა რეალური ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის განხორციელებით
Next post სალომე ზურაბიშვილი – მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთი დარღვევა