არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოვიდა „მინისტრის საათის“ ფორმატი, როგორც საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი. პარლამენტმა შეიძინა რეალური ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის განხორციელებით

Read Time:49 Second

პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ გაიმართა „მინისტრის საათი“. ეს არის ფორმატი, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოვიდა, როგორც საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი და ამ და სხვა ფორმატებში, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, – პრემიერ მინისტრის და მინისტრების ვიზიტები, მათი მოსმენები და პოლიტიკური დებატები, მხოლოდ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში აღემატება ჯამურად, წინა თუნდაც 20 წლის მაჩვენებლებს. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტმა შეიძინა რეალური ფუნქცია, როცა ის ახორციელებს ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ოპოზიცია წლების განმავლობაში ცდილობდა სპეკულირებას, რომ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები პარლამენტში არ მიდიან.

„მაგრამ მივედით იქ, რომ მთავრობის წარმომადგენლები მოდიან პარლამენტში, მაგრამ არ მოდის ოპოზიცია და ხედავთ, ძალიან ცოტა წარმომადგენელია დღეს აქ ოპოზიციიდან და ვინც აქ არის, მათ უბრალოდ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, სწორედ ეს იყო დესტრუქციული ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, რომ მათზეც მოეხდინათ ზეწოლა, რათა ისინიც არ ყოფილიყვნენ დღეს ამ დარბაზში. თუმცა, მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციასაც ბევრჯერ მოუწია ამ დარბაზში დაბრუნება და რამდენიმე დღის წინ დაანონსებული ბოიკოტის შემდეგ, უკვე დაანონსეს, რომ დაბრუნდებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა ქემოკლიძე: ჩემს ძაღლს, ფრანგულ ბულდოგ რონის მორალის და ღირსების გაცილებით უფრო კარგი აღქმა აქვს, ვიდრე ბატონ კობახიძეს
Next post ირაკლი ჩიქოვანი – როდესაც არის კრიზისი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, თურმე რამდენი რამ აწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან