ირაკლი ჩიქოვანი თავის საახალწლო მიმართვაში ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს ვინც პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული იყო მადლობას უხდის

Read Time:1 Minute, 14 Second

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდელებს ახალ წელს ულოცავს. მისი განცხადებით, 2020 წელის განმავლობაში საზოგადოებას  ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწია, თუმცა ძალიან ბევრ გამოწვევას საქართველომ ღირსეულად გაართვა თავი. ირაკლი ჩიქოვანი თავის მიმართვაში, რომელიც დეპუტატის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა მადლობას უხდის ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს ვინ პანდემიასთან ბრძოლაში იყო ჩართული:

,,მოგესალმებით, მივესალმები ჩემს ძვირფას ზუგდიდელებს, მინდა მოგილოცოთ ახალი 2021 წელი, მინდა პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა, მხნეობა და ძალიან ბევრი სიკეთე ახალ წელს. 2020 წლის განმვალობაში ჩვენ ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მოგვიწია, ჩვენ ძალიან ბევრ გამოწვევას გავუმკლავდით, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა საკუთარი ახლობელი და ისინი გახდნენ პანდემიის მსხვერპლნი. თუმცა ჩვენ შევძელით გავმკლავებულიყავით პანდემიას, შეგვეკავებინა ის და კვლავაც ვაგრძელებთ მასთან ბრძოლას.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული, რომ ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად ნაკლები ყოფილიყო პანდემიით გამოწვეული ეფექტი. ესენი არიან: ექიმები, ექთნები, პოლიციელები, სამხედროები და ყველა ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შრომობს იმისათვის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანით გადაიტანოს პანდემიის პერიოდი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს ჩვენ შევძლებთ პანდემიის დამარცხებას მსოფლიოსთან ერთად და შევძლებთ იმას, ჩვენი ქვეყანა კვლავაც დავუბრუნოთ მისი განვითარების მაღალ ეტაპს, რომელიც პანდემიამდე არსებობდა.

ზუგდიდელებს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს კიდევ უფრო კომფორტული და რა თქმა უნდა თითოეულ ზუგდიდელს მინდა ვუსურვო, რომ მათ ქონდეთ მეტი კეთილდღეობა. და ბოლოს მინდა მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს და მოგიწოდოთ, რომ მოკრძალებულად აღვნიშნოთ ეს საახალწლო დღეები და უქმეები – იმისათვის, რომ ჩვენ 2021 წლის განმავლობაში უფრო მეტი სიხარული და სითბო ვაჩუქოთ ერთმანეთს. გილოცავთ ახალ 2021 წელს!“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი იმის გამო გვაქვს, რომ დღესასწაულების პერიოდში, ტესტირებისთვის ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა
Next post ხვალ გახდება ცნობილი, დადასტურდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა