თამარ გაბუნია: შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი იმის გამო გვაქვს, რომ დღესასწაულების პერიოდში, ტესტირებისთვის ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა

Read Time:57 Second

ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ, იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის და გადაავადებდა ამას ხვალამდე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში გარკვეული მატება გვექნება, არა იმის გამო, რომ რეალურად მატებაა, არამედ იმიტომ, რომ მეტი შემთხვევა გამოვლინდება. ტესტირების შედეგად ​დადებითობის მაჩვენებელი ​კვლავაც რჩება 11%-ის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი შემცირდეს 5%-მდე და ჩამოვიდეს დაბლა. სწორედ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს და იმის შანსი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მივიღებთ ახალ პიკს, იქნება ნაკლები. ამდენად, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტი იქნება გაფართოებულ ტესტირებაზე. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევები მოიმატებს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 227 420 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 211 727-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 505 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა
Next post ირაკლი ჩიქოვანი თავის საახალწლო მიმართვაში ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს და ყველა იმ ადამიანს ვინც პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული იყო მადლობას უხდის