ირაკლი ღარიბაშვილი – ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI-მა ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა, ის ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა

Read Time:36 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI-მა ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა, ის ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა.

„დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ!

ქართულმა სტარტაპმა – Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!

Pulsar AI ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა.

2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა.

Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქში“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ნიკა მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების პოლიტკრიმინალია
Next post ევროკავშირი: ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაუშვებელია