ევროკავშირი: ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაუშვებელია

Read Time:33 Second

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ისრაელში კონფრონტაციის ესკალაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ისრაელში და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ესკალაცია, ღაზასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის გაზრდა უნდა შეწყდეს. ევროკავშირი შეშფოთებულია სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა და დაშავებულთა დიდი რაოდენობით, ბავშვების ჩათვლით. პრიორიტეტი სამოქალაქო პირების დაცვა უნდა იყოს. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან აცილებასა და დეესკალაციის მხარდაჭერაზე“, – ნათქვამია ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

ევროკავშირში ასევე აცხადებენ, რომ „ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაუშვებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას თავისი მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს პასუხი უნდა იყოს პროპორციული და ძალის გამოყენება მაქსიმალური თავშეკავებულობით უნდა მოხდეს. ევროკავშირი მოითხოვს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI-მა ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა, ის ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს