ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მივემგზავრებით ბრიუსელში, სადაც ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართება

Read Time:28 Second

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბელგიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა მინისტრებიც გაემგზავრებიან.

„გვექნება საუბარი ყველა იმ პროგრესზე, ყველა რეფორმაზე, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომლებზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში ჩვენი მმართველი პარტიის მიერ. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ მოთხოვნების, რომლებსაც აყენებენ
Next post გოგა ხაინდრავა – „პატივცემული გვამები“ იძულებული შეიქმნენ, ერთად წვეოდნენ საკურატოროს „ცხელი შემოდგომის“ აღსასრულებლად, თუ არა და, ფაფუ დაფინანსება