ირაკლი ნადარეიშვილი – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები

Read Time:29 Second

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალი პაკეტი, სადაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

ნადარეიშვილის თქმით, ეს გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს, მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნეს პროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ასევე თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

„აღნიშნული სიახლეები უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ ისეთივე წვდომა სახელმწიფო პროგრამებზე და ისეთივე ჩართულობა ბიზნეს საქმიანობაში, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თვითმმართველობის არჩევნებზე სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კვლავ გიორგი ტყემალაძე დასახელდება
Next post ირაკლი კობახიძე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: მათ შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში