თვითმმართველობის არჩევნებზე სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კვლავ გიორგი ტყემალაძე დასახელდება

Read Time:24 Second

სავარაუდოდ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კვლავ გიორგი ტყემალაძე დასახელდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა.

„ჯერჯერობით ჩვენ დასახელებული გვყავს მერობის კანდიდატები და თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას. თუმცა, რაც შეეხება თბილისს, აქ მგონი, სურათი ნათელია, გიორგი ტყემალაძე არის საკრებულოს თავმჯდომარე, ის მოიგებს ვაკეში არჩევნებს და ამის შემდეგ ალბათ გააგრძელებს მუშაობას ამ პოზიციაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი იაკობ ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის მიღებას ულოცავს
Next post ირაკლი ნადარეიშვილი – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები