ირაკლი კობახიძე თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: მათ შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში

Read Time:32 Second

დარწმუნებული ვართ, რომ ათივე კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ათივე კანდიდატი ღირსეულია და მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.

„დღეს არის მორიგი მნიშვნელოვანი დღე, რადგან კახი კალაძემ წარადგინა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ათივე რაიონისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ათივე კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თითოეული არის ძალიან ღირსეული კანდიდატი. უმეტესობა ემსახურებოდა თბილისს გასული წლების განმავლობაშიც, ზოგი გამგებლის, ზოგიც საკრებულოს წევრის პოზიციიდან. ყველას, ათივეს აქვს ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, მათ შორის, თბილისის სამსახურის კუთხით, აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ მეტი სიცოცხლე შევიდეს თბილისის თითოეულ უბანში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ნადარეიშვილი – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ახალ პაკეტში მაქსიმალურად გავითვალისწინეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, მათ შორის არაღიარების კუთხით და ჩვენი ამოცანაა, მუდმივად მყარი პოზიციები გვქონდეს ამ თვალსაზრისით