ირაკლი ლატარია : „Unicef –ის კვლევით დადგინდა, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.“

Read Time:1 Minute, 0 Second

„ Unicef –ის კვლევით დადგინდა, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად. UNICEF – მა გასცა რეკომენდაცია, რომ გაცემულიყო 50 ლარიანი დახმარება ბავშვებისათვის, რაც იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა რეკომენდაცია და მართლაც დაიწყო დახმარებების გაცემა, ოღონდ არა 50 ლარის, არამედ 4 ჯერ მეტი – 200 ლარისა. ეს კი რას ნიშნავს? ოთხჯერ მეტ ეფექტს.“ – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
ექსპერტი UNICEF – ის კვლევის შედეგებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება და პირდაპირი ფულადი დახმარებების პოზიტიურ შედეგზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ გზით ვლინდება მთავრობის ზრუნვა საკუთარ მოქალაქეებზე .
„ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობა არის საგრძნობლად გაუარესებული პანდემიის გამო და არც ჩვენი ქვეყანა არის გამოკანლისი, თუმცაღა, ხელისუფლებამ ჯანდაცვის კუთხით ზრუნვასთან ერთად, პირდაპირი დახმარებებიც კი შეძლო, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს!!! UNICEF – ის დასკვნები, ყოველთვის არის მაქსიმალურად კრიტიკული და ასევე ყურადღება მისაქცევია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში მოსალოდნელია 66 მილიონამდე ბავშვის კიდევ უფრო გაღარიბება და ყველაფერი ამის ფონზე, საკმაოდ სასიამოვნო ფაქტია, როდესაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არა მხოლოდ ითვალისწინებს, არამედ ბევრად მძლავრ და მაშტაბურ დახმარებებს გასცემს თავიანთ მოქალაქეებზე, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება მოვუძებნოთ სახელი, და ეს არის: ზრუნვა!!!“

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3183143991722943&id=100000821194346

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძე: ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც, ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული
Next post გია გაბრიჭიძე : „ საქართველოში სხვა, ჩვენზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე ბევრად მეტი კეთდება“