გია გაბრიჭიძე : „ საქართველოში სხვა, ჩვენზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე ბევრად მეტი კეთდება“

Read Time:1 Minute, 6 Second

„ ყველა მოქალაქემ, ვინც რეალურად ხედავს ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და არსებულ მდგომარეობას არ უყურებს ნაც-ტელევიზიებისა და რევანშისტების თვალით, იცის რომ საქართველოში სხვა, ჩვენზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე ბევრად მეტი კეთდება.“ – ასე ეხმიანება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე Unicef –ის კვლევის შედეგებს 17 წლადე ასაკის ბავშვთა ფულადი დახმარების პროგრამის შესახებ.
„ ის, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, არახალია და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.
ყველა მოქალაქემ, ვინც რეალურად ხედავს ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და არსებულ მდგომარეობას არ უყურებს ნაც-ტელევიზიებისა და რევანშისტების თვალით, იცის რომ საქართველოში სხვა, ჩვენზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე ბევრად მეტი კეთდება.
რევანშისტების მიერ მოსყიდვად შეფასებული 17 წლადე ასაკის ბავშვთა ფულადი დახმარების პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევებით დადგენილ საყოველთაო ფულადი დახმარების ოდენობაზე ოთხჯერ მეტია:
Unicef –ის კვლევით დადგინდა, რომ 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ თავად Unicef-ის კვლევაში რეკომენდაციის სახით შეთავაზებული იყო 50 ლარიანი დახმარების გაცემა ბავშვებისათვის, რაც იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი 4-ჯერ მეტი, 200 ლარიანი დახმარება, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვნად ზრდის ამ ეფექტს.
მე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, რადგანაც მათთვის ვისაც დანახვა უნდა, ყველაფერი ნათელია.“ – წერს ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერზე.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3523081967715766&id=100000419913615

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ლატარია : „Unicef –ის კვლევით დადგინდა, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია ბავშვების სიღარიბის დასაძლევად.“
Next post არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს არჩევნებზე