ირაკლი კობახიძე: სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები
„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეთანხმება თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც „დებიძინიზაციაზე” საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან.
მისი თქმით, ზოგიერთ ევროპარლამენტარს მტრული პოზიცია ამოძრავებს, რაც სამწუხაროა.
„მთლიანად ვეთანხმები კახა კალაძის განცხადებას, მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ე.წ. დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ქვეყნის მტრები არიან, რა თქმა უნდა, მათ მტრული მოტივაცია ამოძრავებთ, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. ევროპარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გვაქვს. ჩვენ ავიღეთ და ვთარგმნეთ უკრაინული კანონი, მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება და ახლა ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ, რომ ქართულ რეალობაზე მორგებული არ არის, განყენებულ სივრცეში არის ჩამოყალიბებული”, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, მოხვდება თუ არა ამ სიაში „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ის ვერ მოხვდება.
„ჩვენ თუ უკრაინულ კანონს ჩავხედავთ, უკრაინული კანონის მიხედვით, არის 4 კრიტერიუმი და ამის მიხედვით, სამს ოლიგარქი უნდა უკმაყოფილებდეს. უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად. ივანიშვილს არ ერგება ეს კანონი, მაგრამ პირდაპირ ერგება არაერთ ადამიანს, რომელიც ოპოზიციასთან არის დაკავშირებული, ეს არის მაგალითად, კეზერაშვილი, ესენი არიან ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი, ეს არის ჭუტა წერეთელი“, – განაცხადა კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...