გიორგი კახიანი: საშემოდგომო სესია ძირითადად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას დაეთმობა – იმედია, ოპოზიციის ერთი ნაწილი პროცესს შემოუერთდება და საერთო გადაწყვეტილებებს ერთიანად მივიღებთ

Read Time:25 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ საშემოდგომო სესია ძირითადად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას დაეთმობა.

„მთელი ზაფხულის განმავლობაში ვმუშაობდით იმ საკითხებზე, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ეხება. მიღებულია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის შემუშავებულია შესაბამისი კანონპროექტები. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი, სამუშაო ჯგუფებს, რომელიც ჩვენ შევქმენით, მთლიანად გამოეთიშა. იმედი მაქვს, რომ ისინი კონსტრუქციულად შემოუერთდებიან პროცესს და საბოლოო ჯამში ერთიანად მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება. პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, რის შემდეგაც დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები
Next post „რთველი 2022“-ის ფარგლებში კახეთში 20 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა