ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო პარტნიორებს შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი არც კი უხსენებიათ, ესაა რეალობა, დანარჩენი კი არის „ქარიშხალი ჭიქაში“

Read Time:1 Minute, 2 Second

მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, რეალურად განსაკუთრებული ინტერესი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში იყვნენ სტუმრები აშშ-დან და ევროკავშირიდან და ამ შეხვედრებზე არც კი უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი.

„ჩვენ გვქონდა საუბარი და შეხვედრები უმაღლეს დონეზე საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოში იყვნენ სტუმრები აშშ-დან და ევროკავშირიდან. ამ შეხვედრებზე არც კი უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი, ესაა რეალობა. ესაა ნამდვილი ფაქტები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვისაუბროთ. ესაა დამოკიდებულება, დანარჩენი ესაა ქარიშხალი ჭიქაში,“- აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი და აქედან გამომდინარე, ძალიან მალე მასზე საუბარი უნდა შეწყდეს.

„მის მიმართ დამოკიდებულება იქნება ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისი, მაგრამ არც მეტი და არც ნაკლები. ესაა ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება სიმბოლიზმის გამოყენებას სააკაშვილთან მიმართებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ა.შ. მართლაც პრეზიდენტის ინსტიტუტს ახასიათებს გარკვეული დონით სიმბოლიზმი, თუმცა ყოფილი პრეზიდენტები, ამას ისტორია აჩვენებს, ან არიან სიმბოლოები ან ანტისიმბოლოები. შუალედური ვარიანტებიც კი არ აქვს ისტორიას. სააკაშვილს რაც შეეხება ის არის ანტისიმბოლო საქართველოში, ის არის ანტისიმბოლო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი უკავშირდება ადამიანების წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას. ესაა ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რაც მას თავის დროზე აქვს ჩადენილი. შესაბამისად, ჩვენთვისაც და საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც მიხეილ სააკაშვილი არის არა სიმბოლო, არამედ ანტისიმბოლო,“ – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში იმუნიზაციის დაბალი დონის ფონზე, ჯანმოს დირექტორმა ვაქცინების გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენება გააკრიტიკა
Next post შარლ მიშელმა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის საზღვრის უკანონო კვეთის პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღებისთვის თურქეთს მადლობა გადაუხადა