დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში იმუნიზაციის დაბალი დონის ფონზე, ჯანმოს დირექტორმა ვაქცინების გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენება გააკრიტიკა

Read Time:31 Second

დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში იმუნიზაციის დაბალი დონის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვაქცინების გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენება გააკრიტიკა.

„ყოველდღიურად, მსოფლიოში ექვსჯერ მეტი გამაძლიერებელი დოზა გამოიყენება, ვიდრე პირველადი დოზა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ეს სკანდალია, რომელიც ახლავე უნდა შეწყდეს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ COVAX-ის პლატფორმა მუშაობს, თუ მას ვაქცინები აქვს. COVAX-ის პლატფორმამ უკვე თითქმის 500 მილიონი დოზა გააგზავნა 144 ქვეყანაში“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის გამაძლიერებელი დოზის მიცემას ან ბავშვების ვაქცინაციას აზრი არ აქვს, როდესაც მთელ მსოფლიოში ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვა მაღალი რისკის ჯგუფები ჯერ კიდევ პირველ დოზას ელოდებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: არ დავუშვებთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ქვეყნისთვის დისკომფორტის ხარისხი გაზარდოს
Next post ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო პარტნიორებს შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილი არც კი უხსენებიათ, ესაა რეალობა, დანარჩენი კი არის „ქარიშხალი ჭიქაში“