ირაკლი კობახიძე: არ დავუშვებთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ქვეყნისთვის დისკომფორტის ხარისხი გაზარდოს

Read Time:38 Second

„ნაცმოძრაობის“ განზრახვაა, რომ ქვეყნისთვის დისკომფორტის ხარისხი გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ბუნებრივია ამას არ დაუშვებთ, ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედებთ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ახლა თქვენს ეთერში გავიდა სიუჟეტი წამლის ფასებზე და საუბარი იყო იმაზე, რა გზითაა შესაძლო ამ ფასების შემცირება. ესაა საკითხი, რაზეც უნდა მიდიოდეს პოლიტიკური მსჯელობა და დისკუსიები საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტსა და მთავრობას შორის სხვა და სხვა ფორმატში, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით. ნაცლად ამ საკითხებისა, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ისინი გვთავაზობენ სრულიად სხვა რამეს. გამორიცხულია ჩვენ მათი გზით ვიაროთ. ჩვენ განვაგრძობთ იმ გზით სიარულს რაც შეთავაზებული გვაქვს საზოგადოებითვის. გვექნება საუბარი და დისკუსია ყველა იმ საკითხზე რაც საინტერესოა ქვეყნისთვის და საზოგადოებითვის,“ – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საჯაროდ ყველა პოლიტიკურ პარტიას სთავაზობს ყველა პარტიას, რომ ამ დღის წესრიგსა და დებატებში ჩაერთონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო
Next post დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში იმუნიზაციის დაბალი დონის ფონზე, ჯანმოს დირექტორმა ვაქცინების გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენება გააკრიტიკა