მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო

Read Time:30 Second

ორმაგი სტანდარტია, როცა მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას გვაიძულებენ, პარალელურად კი თვითონ მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან. ამ ორმაგ სტანდარტს ცოტა გასწორება სჭირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ახლა მოგვიწოდებენ, რომ დიდი პატივისცემითა და მორიდებით ვისაუბროთ სააკაშვილზე, როგორც სიმბოლოზე. მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო, ან მუსოლინი – იტალიის სიმბოლო [უტრირებული]. წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი, თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნით, იყოს საქართველოს სიმბოლო. ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას გვაიძულებენ, პარალელურად, მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან. ამ ორმაგ სტანდარტს ცოტა გასწორება სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას ხვალ პარლამენტთან გამართავს
Next post ირაკლი კობახიძე: არ დავუშვებთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ქვეყნისთვის დისკომფორტის ხარისხი გაზარდოს