„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას ხვალ პარლამენტთან გამართავს

Read Time:31 Second

„ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ აქციას ხვალ პარლამენტთან გამართავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

„მიმდინარე დღეებმა უჩვენა, რომ ჩვენი უწყვეტი, არაძალადობრივი პროტესტის ფონზე ხელსუფლება, რეჟიმი საბოლოოდ კარგავს სახეს და უშვებს თავისთვის მომაკვდინებელ შეცდომებს. უფრო და უფრო ძლიერდება საერთაშორისო რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, მისი ღირსებისა და ჯანმრთელობის აბუჩად აგდებამ საქართველოს ოლიგარქიული რეჯიმი მსოფლიოს თვალში წარმოაჩინა ველურ და არაცივილიზებულ მმართველობად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად არაძალადობრივად წინააღმდეგობრივი რეჯიმი და ვარყიოთ რეჯიმი ასე, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ხვალ, გელოდებით ხუთ საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერტორიაზე. პარლამენტთან გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი საქართველო უნდა გვქონდეს მოავალში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იუსტიციის სამინისტრო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე მიიღებს
Next post მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო