ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ ინტერესი, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

Read Time:1 Minute, 9 Second

ჩვენ წარმოვადგინეთ დეტალური გეგმა, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას და მისი კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„აქ დეტალურად არის გაწერილი პასუხისმგებელი სუბიექტები და ეჭვს ვერავინ შეიტანს იმაში, რომ რამე ლოგიკაა დარღვეული. არის მისაღები კანონები. ძირითადად საუბარია კანონების მიღებაზე სხვადასხვა სფეროში და ტრადიციულად, შესაბამისი კანონები განიხილება ხოლმე შესაბამისი კომიტეტების მიერ. გეგმა არ ტოვებს არავითარ კითხვის ნიშანს. დეტალურად წერია, ვინ რას აკეთებს და როდის აკეთებს. აქედან გამომდინარე, კორექტირების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილის და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ ინტერესია, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

„გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას გვაქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩვენი ობიექტური ინტერესიც და ასევე რეალურად, ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესი. სამწუხაროდ, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი. ეს არის ის, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს, შანსს იმისა, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ეს ყველაფერი სამწუხაროდ, უკავშირდება ომის თემას. ეს ომი, რა თქმა უნდა, იქნება საბედისწერო ჩვენი ქვეყნისთვის და ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვერც არეულობას და ვერც ომს. აქედან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს იმ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ, რადიკალურ დღის წესრიგში დარჩნენ, რომელშიც დღემდე იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სვიმონ ჯანგულაშვილი: ჯერჯერობით, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ყველაზე დემოკრატიული, სახალხო, გახსნილი და წარმატებული ხელისუფლება, რაც კი გვყოლია
Next post იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა გაიმართა