იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა გაიმართა

Read Time:45 Second

იუსტიციის მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა  საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების თანამშრომლობის  განვითარების პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს განსაკუთრებულ როლს.

ბატონმა სპანომ მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის განხორციელების შედეგადაც  ქართველ იურისტებს მიეცემათ  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავების დამატებითი ქმედითი შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო პროექტები დაგეგმეს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ მიმდინარე დავების მკვეთრი შემცირების დადებით ტენდენციას. დღეისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 130-მდე ინდივიდუალური საჩივარი განიხილება, რაც საქართველოსთვის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს  სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა რეალიზაციაში შეტანილი  წვლილისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან   შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  ევროპული მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი – ვიქტორ სოლოვეიჩიკი და ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ ინტერესი, რომ საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
Next post თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა პიკს შემოდგომაზე მიაღწევს