ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტეს და ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო

Read Time:36 Second

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა და კიდევ ერთხელ ეთქვა უარი „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ გადაწყვიტეს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ქვეყანა ჩადგებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, პირდაპირ ვიტყვი, დღეს რა მდგომარეობაშიც არის უკრაინა, იმაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო, 2008 წელს რაც გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად გახსოვთ, ეს ავარიდეთ ქვეყანას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო„ და „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად ერთი პოლიტიკური ძალა იყვნენ.

„ბოლო პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შემოდიოდა და „ლელო“ იყო შემოსილი, მათ უბრალოდ ფუნქციები განაწილებული ჰქონდათ -„ნაციონალურ მოძრაობას“ გარედან უნდა დაერტყა და „ლელოს“ შიგნიდან უნდა გამოეტყუებინა რაღაცები, ეს იყო მარტივი განაწილება იმ ფუნქციების, რომელიც ერთ თავში იყო მოხარშული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე ბადრი ჯაფარიძეზე: 6 თვე არ შემოდიოდა პარლამენტის ღია კარში ახლა ცდილობს ფანჯრიდან გადმოძვრეს
Next post სოზარ სუბარი: “ნაციონალური მოძრაობის” უბედურება მიშაა