ირაკლი კობახიძე ბადრი ჯაფარიძეზე: 6 თვე არ შემოდიოდა პარლამენტის ღია კარში ახლა ცდილობს ფანჯრიდან გადმოძვრეს

Read Time:38 Second

6 თვე კარი გვქონდა გაღებული ბადრი ჯაფარიძისთვის, როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისთვის და ღია კარში არ შემოდიოდნენ. ადამიანი, რომელიც 6 თვე არ შემოდიოდა ღია კარში ახლა ცდილობს ფანჯრიდან გადმოძვრეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჯაფარიძის გადაწყვეტილება არის რუსთაველების მიმართ უდიერი დამოკიდებულება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შენ დგებით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად უნდა იყო ადგილობრივი. რა თქმა უნდა, ჩვენც, როდესაც ასეთ თემაზე ვმსჯელობთ. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს ადგილობრივი. ცალსახად შეცდომა დაუშვეს სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ სორის იმის გამო, რომ ჯაფარიძის დანაშაული ხომ საზოგადოებამ კარგად იცის. იმდენად მარტივია ეს 17 მილიონის გათეთრების საქმე, რომ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცი – ეს ერთი. მეორე, არც რუსთაველი არ არის, არც გარდაბნელი არ არის. ძალიან გაგვიმარტივეს იმ წარმატების მიღწევა, რომელსაც ისედაც მივაღწევდით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკო კვარაცხელიას დედა შვილის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
Next post ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტეს და ამ პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო