ირაკლი კობახიძე: გახარიას პარტია ისე დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა

Read Time:1 Minute, 19 Second

საბოლოო ჯამში გახარიას პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა, ანუ, პრაქტიკულად ნულით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ თოქ-შოუში რეაქცია“.

მისი თქმით, გამორიცხულია, გახარიას პარტიამ არჩევნებზე ორნიშნა პროცენტი აიღოს.

„თქვენ სვამთ კითხვას, რა უნდოდა მაშინ გახარიას? მოდით, შევატრიალოთ ეს კითხვა – დღეს რა უნდა გახარიას? რამდენი პროცენტი შეიძლება აიღოს? ორნიშნა გამორიცხულია. მათ შორის ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით. ვთქვათ, 7%, რაც ჭერის ჭერიც არ არის. მე მგონი, საბოლოო ჯამში მისი პარტია დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა. ანუ, პრაქტიკულად ნულით. მაქსიმუმ 7% – თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში თბილისში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაჰყავს 2-3 კაცი საკრებულოში, ზოგან შეიძლება ერთი კაცი გაიყვანოს.

როდესაც საუბარია 43%-ზე, ჩვენ ხომ ყოველთვის ამას ვამბობთ, მისი ერთადერთი ამოცანა და დავალება არის ის, რომ როგორმე დაგვაახლოვოს 43%-ს. ეს სცენარი ვის ინტერესებშია? გავყვეთ ლოგიკას? საინტერესოა, რა ხდება მერე? ხომ ყველამ კარგად ვიცით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, რომ ასეთი რაღაც მოხდა, ვინ ბრუნდება ხელისუფლებაში?“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თეორიულად რომ დავუშვათ, ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ, რომ 43%-მდე „ქართული ოცნება“ არ ჩამოვა.

„ჩვენ 48% ავიღეთ წინა არჩევნებზე და არავითარი მინიშნება იმის, რომ ჩვენი მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება, 5% არ არის ცოტა, ამის არავითარი მინიშნება არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – თავს იწყნარებთ? კობახიძემ უპასუხა: „ყველა არჩევნების წინ თავს ვიწყნარებდი ხოლმე და არჩევნების შემდეგ წყნარად ვიყავი, შვიდჯერ მოხდა ჩემ შემთხვევაში, ოთხი თუ ხუთი იყო ასეთი არჩევნები, სადაც უშუალოდ ვიყავი ჩართული როგორც შტაბის ხელმძღვანელი, ან მოადგილე ანუ ჩვენი პროგნოზი ამ კუთხით მართლდებოდა ხოლმე როდესაც საბოლოო ჯამში, პარტიის შედეგებზე იყო საუბარი. წინაზეც ჩვენი პრინციპული ამოცანა იყო ყოველი მეორე ხმა და ავიღეთ ზუსტად ყოველი მეორე ხმა – 48%“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კულტურის სამინისტრო პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემიას აწესებს
Next post ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს, ფაქტი ყველას მხრიდან განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს