ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს, ფაქტი ყველას მხრიდან განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს

Read Time:1 Minute, 4 Second

გაირკვევა, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით,  წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაული ტიპიური იყო. ქადაგიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს.

„ყველა სახის მონტაჟი და კონპილაცია, რაც კი შეიძლება შესრულდეს, ამ ჩანაწერში გამოიყენეს, რათა დაინტერესებულ მხარეს შეექმნა ის სასურველი სურათი, რაც იყო მიწოდებული მაყურებლისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეალურ ცხოვრებაში ასეთ საუბარს ადგილი არ ჰქონია და ჩანაწერში ყველაფერი იყო ტყუილი. გაირკვევა ისიც, რომ ჩანაწერები გაკეთებულია 2011-2012 წლის ოქტომბრის პერიოდში და ამ დროს ფარული მიყურადება ხორციელდებოდა გამოგონილი საქმეებით. წინა ხელისუფლების დროს ასეთი დანაშაულები ტიპიური იყო. მოდელირებული ქრონიკები გახსოვთ, რაც მიზნად ისახავდა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას. სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული ეს უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს და მაყურებელს დიდი მაქინაციების გზით მოაწოდეს, რაც ალბათ განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს ყველას მხრიდან. ალბათ სახალხო დამცველმაც ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა გამოთქვას, შეიძლება თუ არა, ასეთი სახის გადაცემები იყოს, რომელიც არის ერთი დიდი გაყალბება და ფეიკნიუსი. ალბათ ჩვენთანაც უნდა მოვიდეს ის დრო, როცა კულტურა დამკვიდრდეს და ასეთი მასშტაბის და გაყალბების ფეიკნიუსი აღარ უნდა ხვდებოდეს საჯარო სივრცეში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: გახარიას პარტია ისე დაამთავრებს, როგორც ბურჭულაძის პარტიამ დაამთავრა
Next post დავით მათიკაშვილი – საზოგადოება ხედავს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმე ეხება ცინიზმს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან მომდინარეობს