დავით მათიკაშვილი – საზოგადოება ხედავს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმე ეხება ცინიზმს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან მომდინარეობს

Read Time:58 Second

/ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი – „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისა და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადებისა და დევნის კუთხით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმე ეხება ცინიზმს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან მომდინარეობს

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ საქმეა აბსურდულ ცინიზმთან, რომელიც მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან. თავისივე გადაღებული ფარული ჩანაწერების ფალსიფიცირება მოახდინეს და შემდგომ წინასაარჩევნოდ იმ სახით შესთავაზეს საზოგადოებას, რომ კითხვის ნიშნები გაეჩინათ. თუმცა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. სწორედ დღეს დადგინდა ეს ყველაფერი – „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიკური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისა და ოპონენტების მიმართ, რაც 2011-2012 წლებში ვლინდებოდა მიყურადებისა და დევნის კუთხით. ის, რომ არასრულწლოვანი პირის მიმართაც ისეთივე წარმატებით ხორციელდებოდა ფარული მიყურადება, დამახასიათებელი ნიშანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის და შემდგომ გაგრძელება ამ ტრადიციის, ახდენს თავისივე გაკეთებული ჩანაწერების ფალსიფიკაციას. იყენებს ამისთვის ტელევიზიებს, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის ტყუილი, რომელიც მას სურს სიმართლედ გაასაღოს და მოიპოვოს ვიწროპარტიული ქულები, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება, თუ რა დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი – სამწუხაროა, რომ ათი წლის წინ გაკეთებული უკანონო ჩანაწერები 2021 წელს ისევ დაამონტაჟეს, ფაქტი ყველას მხრიდან განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს
Next post ანრი ოხანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო, გაუმართლებელ მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა