ანრი ოხანაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო, გაუმართლებელ მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა

Read Time:50 Second

პროკურატურის მხრიდან გავიგეთ, რომ შესაბამისი ჩანაწერების ფაბრიკაცია და გაყალბება მოხდა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ასე არ არის, მაშინ ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო მეთოდებს, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა.

„ყველას კარგად გვახსოვს, რომ საუბარი იყო დამატებით თანამშრომლობაზე, თუმცა არ იყო მზაობა იმ დონის და ფორმის, რომ შესაბამისი ჩანაწერები პროკურატურისთვის მიეცათ. როგორც ჩანს, პროკურატურამ არსებულ მასალებზე დაყრდნობით გამოკვეთა, რომ ეს იყო ფაბრიკაცია, მონტაჟი. არ ვარ, პროკურორი და გამომძიებელი, რომ კონკრეტული საკითხების შეფასება დავიწყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნისას მიმართავდა უკანონო მეთოდებს, როგორიც იყო არასრულწლოვანი პირის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის უკანონო მიყურადება, ყოვლად გაუმართლებელი, რაც საგამოძიებო მოქმედებებით დადასტურდა. „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიები აგრძელებენ იგივე უკანონო მეთოდების გამოყენებას, ახლა სხვა ფორმით. თუ მიაჩნიათ, რომ ეს ასე არ არის, მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუკვეთონ, ექსპერტიზა ჩაატარონ და შესაძლებლობა მისცენ საზოგადოებას, რომ ექსპერტიზა ჩაატარონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილი – საზოგადოება ხედავს, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმე ეხება ცინიზმს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი რუპორი ტელევიზიებისგან მომდინარეობს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას