იოსებ ხახალეიშვილმა თანაქალაქელ ებრაელებს როშ ჰაშანას და სუქოთის დღესასწაულები მიულოცა
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და დიდი ებრაული დღესასწაულები – როშ ჰაშანა და სუქოთი მიულოცეს.
“მინდა ჩემს ებრაელ ძმებსა და დებს მოგილოცოთ როშ ჰაშანას ახალი 5781 წელი და სუქოთის დღესასწაული, რომელიც ებრაელთა ერად ჩამოყალიბების დღესასწაულია. ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის. იმ დროიდან მოყოლებული, რაც ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ნაბუქოდონოსორისაგან დევნილ ებრაელთა ნაწილი საქართველომ შეიფარა, ჩვენს მოძმე ებრაელებს არასოდეს უგრძვნიათ თავი უცხოდ ამ მიწაზე. უფრო მეტიც, ქართველ ხალხს იმდენად შეეთვისეთ და შეეხმატკბილეთ, რომ საკუთარ ეროვნებას ჩვენი ეროვნებაც ზედ დაურთეთ და “ქართველ ებრაელებად” იწოდებით. საუკუნეების მანძილზე თვალისჩინივით უფრთხილდებოდით ორივე ერის სახელსა და ღირსებას. მრავალი განსაცდელის ჟამს თქვენ მთელ მსოფლიოს ანცვიფრებდით თქვენი მეორე სამშობლოს მკვიდრებთან ძმური თანაცხოვრებითა და მასპინძლების დიდსულოვნებით.
ქუთაისში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართველებისა და ებრაელების სიყვარული და მეგობრობა, ჩვენი ებრაელი ძმები თავიანთი მოღვაწეობით ჩვენი ქალაქის განვითარებისა და მომავლისათვის ისევე ზრუნავდნენ, როგორც ქართველები. დაე, სამარადისოდ გაგრძლდეს ჩვენი ასეთი უზადო ურთიერთობა“, – მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ებრაელ თანაქალაქელებს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...