ილია სულამანიძემ თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

Read Time:38 Second

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა, საიდანაც ოთხი მათგანი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

100 კგ წონით კატეგორიაში ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა ახალგაზრდა ილია სულამანიძემ. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ნიდერლანდელი მიხაელ კორელი ულამაზესი ილეთით დაამარცხა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ონისე სანებლიძემ, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველი დამატებით დროში დამარცხდა.

ტურნირის ფინალშია და ცოტა მოგვინაებით ოქროს მედლისთვის იბრძოლებს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილიც, რომელმაც ნახევარფინალში დამატებით დროში ლამაზი გდებით ტაჯიკი რახიმოვი დაამარცხა. ფინალში გურამის მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება.

დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი მეორე ქართველი მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძე მესამე ადგილისთვის ავსტრიელ სპორტსმენთან იჭიდავებს.

სამწუხაროდ, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ უშანგი მარგიანი (90კგ) და მძიმეწონოსანი ქალი ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღემდე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალი იყო, რომელიც შეჯიბრზე ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბორის ჯონსონი – უკრაინას თუ საფრთხე დაემუქრება, ეს შოკი მთელ მსოფლიოში გავრცელდება და ექო აღმოსავლეთ აზიაში, ტაივანში გავრცელდება
Next post ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარია არის წარუმატებელი, დამარცხებული – დღეს მისი ადგილი საჯარო სივრცეში არ არის