ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარია არის წარუმატებელი, დამარცხებული – დღეს მისი ადგილი საჯარო სივრცეში არ არის

Read Time:34 Second

„ჩვენ არავის არ ვდევნით. ის თვითონ არის განდევნილი. მან თავად განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან და ვფიქრობ, კარგი გააკეთა, რადგან კარგად ხვდება, დღეს მისი ადგილი საჯარო სივრცეში არ არის. ამიტომ იმალება ის მთელი თვეების განმავლობაში, ემალება საზოგადოებას, საკუთარი პარტიის წევრებს. ხვდება, რომ პირველ რიგში, ვალები აქვს გასასტუმრებელი, ფინანსური ვალები, ვიდრე საჯარო აქტივობას გააგრძელებს.” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ , ჟურნალისტებს ზუგდიდში პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განუცხადა.

“მას არ აქვს გამოსაჩენი პირი. „ნაცმოძრაობასთან ღიად შეიკრა. არჩევნებში ვერ მიაღწია იმას, რისი მიღწევაც უნდოდა. სურდა, რომ ჩვენ 43% ვერ აგვეღო. არის წარუმატებელი, დამარცხებული, ალიანსში „ნაცმოძრაობასთან“.

ყველაზე ნაკლებად, რაზეც შეიძლება ახლა ვდარდობდეთ, ეს არის შურისძიება გაკოტრებული ადამიანის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია სულამანიძემ თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
Next post გიორგი გახარია: საქართველომ ძალიან კარგად იცის რუსული აგრესიის შედეგები – მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას