ილია დარჩიაშვილი – ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ, ადგილზე გავაცნოთ ყველა სირთულე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწყდება

Read Time:36 Second

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მოისმინა.

მისივე თქმით, გეგმავენ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში უმასპინძლონ, რათა ადგილზე გააცნონ ყველა სირთულე, რასაც საქართველო აწყდება.

„ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობის ფარგლებში, შეხვედრა გავმართე ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც ცნობილია, პოლონეთის შემდეგ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონია იქნება ქვეყანა, რომელიც ჩაიბარებს ეუთო-ს თავმჯდომარეობას. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომავალ წელს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე ეუთო-ს თავმჯდომარის რანგში ვუმასპინძლოთ და მას ადგილზე გავაცნოთ ყველა სირთულე, რომელსაც აწყდება ჩვენი ქვეყანა და მათი ჩართულობა, მონაწილეობა იყოს ძალიან შედეგიანი. მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მხარდამჭერი განცხადებები მოვისმინეთ. დარწმუნებული ვართ, მათი თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანთან, რომელმაც ხანზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ექნება
Next post დავით სერგეენკო სააკაშვილზე: პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები