ივანე ჩხაიძე: ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება ოჯახში, უფროსი წევრების ვაქცინაცია და სასწავლო პროცესის ასევე უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობაა

Read Time:40 Second

მცირე ასაკის ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება, ვაქცინაციაა ოჯახში უფროსი წევრებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ასევე უსაფრთხო გარემოში, სადაც პედაგოგები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი ვაქცინირებული იქნება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვების სწავლების პროცესი კოვიდისგან უსაფრთხო გარემოში უნდა მოხდეს.

„თუ ჩვენ ორივე მხარე გვექნება სინქრონულად, უსაფრთხო სკოლა და პედაგოგებისა და პერსონალის 80% ვაქცინირებული, ბავშვებს უსაფრთხო ოჯახიც ექნებათ და უფროსი წევრები ვაქცინირებული იქნებიან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სწავლების, აღზრდის პროცესი იქნება მართლაც უსაფრთხო.

სამწუხაროდ, უახლოეს პერიოდში საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია არ იგეგმება. განსაკუთრებით ეს ეხება 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. ასე რომ, მცირე ასაკის ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება, ვაქცინაცია ოჯახში უფროსი წევრების და სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ასევე უსაფრთხო გარემოში, სადაც პედაგოგები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი ვაქცინირებული იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელში წეროები დაბრუნდნენ
Next post მიხეილ სარჯველაძე: ავტორიტეტული ორგანიზაციების შემფასებლების მხრიდან არჩევნების შეფასება საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება