ისრაელში წეროები დაბრუნდნენ

Read Time:1 Minute, 23 Second
Серые журавли в долине Хула на севере Израиля.

ებრაული ეროვნული ფონდის თანამშრომლების ცნობით, 29
სექტემბრის საღამოს, კუნძულ ჰულაზე წეროების პირველი გუნდი
გამოჩნდა.
პატარა ისრაელი აფრიკასა და ევრაზიას აერთიანებს. მისი
მრავალფეროვანი კლიმატური ზონები (ჰემრონის ალპური ველებიდან
ჩრდილოეთით და ქვიანი უდაბნოებით სამხრეთით) ფაუნის
მრავალფეროვანი წარმომადგენლებისასთვის ცხოვრების პირობებს
ქმნის.
ისრაელი საუკეთესო და მეტად მიმზიდველია გადამფრენი
ფრინველებისათვისაც. საერთო ჯამში ქვეყანაში 500-მდე ენდემური
და გადამფრენი ფრინველის სახეობა ბინადრობს.
გარკვეული ჯიშის გადამფრენი ფრინველები ისრაელში, მხოლოდ
რამდენიმე დღე რჩება, რათა გამოიკვებონ, მოიკრიბონ ძალა და
გააგრძელონ მოგზაურობა გამოსაზამთრებლად აფრიკის
ქვეყნებისაკენ; ზოგი კი მთელი ზამთრის განმავლობაში რჩება.
ებრაული ეროვნული ფონდის მთავარი ორნიტოლოგის იარონ ჩაკრი
თვლის, რომ ისრაელი ერთერთი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე
დაკვირვებისათვის.
ბუნების მოყვარულებში განსაკუთრებული პოპულარობით ჰულა –
ხელოვნურად შექმნილი ტბა სარგებლობს. ის ჭაობების დაშრობის
შედეგად შეიქმნა ჰულას ხეობაში 1950 წელს. ჯერ კიდევ 1964 წელს
ხეობაში, ტბის სამხრეთით ისრაელში პირველი ნაკრძალი შეიქმნა.
2009 წელს ჟურნალმა BBC Wildlife ჰულას ტბა მსოფლიოში ფაუნაზე
დაკვირვებისათვის 10 საუკეთესო ადგილს შორის დაასახელა.
აქ შეიძლება ერთდროულად დააკვირდე 10 ათასზე მეტ წეროს,
რომლებიც ისრაელში გამოსაზამთრებლად მოფრინავენ, რათა მარტში
კვლავ ევროპაში დაბრუნდნენ. ჰულას ხეობაში მათ თავიდან
არაქისისა და სიმინდის ნათესები იზიდავდა. უკვე დიდი ხნის
განმავლობაში ებრაული ეროვნული ფონდის წარმომადგენლები
ფრინველთათვის სპეციალურ საკვებ პუნქტებს აკეთებს, რათა
ფრინველებმა ნათესები არ გაანადგურონ.

ჰულაში შესაძლოა დააკვირდეთ მტაცებელ ფრინველებსაც. მრავალი
სახეობის არწივს, იხვებსა და წარმოიდგინეთ, ფლამენგოებსაც კი.
ისრაელში ჰულას ტბისა და ამავე სახელწოდების ნაკრძალის გარდა
კიდევ მრავალი ორნიტოლოგიური პარკი და ნაკრძალია. ყველაზე
სამხრეთით კურორტ ეილათთან არსებული პარკია. აქაც შეიძლება
წეროების, ყანჩების, ფლამენგოებისა და სხვა გადამფრენი
ფრინველების ნახვა და მათზე დაკვირვება. აგრეთვე შესაძლოა ნახოთ
გარეული კატები და კამეჩებიც კი.
სულ მალე სწორედ ეს ადგილები გახდება ისრაელში სხვადასხვა
ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისა და ბუნების მოყვარულთათვის
საყვარელი ადგილი.

ფოტო: წეროები ჰულას ნაკრძალში. (ეეფ ფოტო)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხით არ ინტერესდება და ამას დროს არ უთმობს
Next post ივანე ჩხაიძე: ბავშვების დაცვის ერთადერთი საშუალება ოჯახში, უფროსი წევრების ვაქცინაცია და სასწავლო პროცესის ასევე უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობაა