იენს სტოლტენბერგი: საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის

Read Time:34 Second

ჩვენ შევხდებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბუქარესტში, მოლდოვისა და ბოსნია- ჰერცოგოვინას მინისტრებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ფაქტი რომ ეს შეხვედრა შედგება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, უკვე ბევრს მოწმობს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დემონსტრირება ნატოს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ.

„საქართველო ძალიან ღირებულია პარტნიორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის. პარტნიორები რომლებიც ჩამოვთვალე და საქართველო მათ შორის რუსეთის მხრიდან ჩარევას განიცდის. საქართველოში განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ დრომდე კონტროლდება რუსეთის მიერ მხარდაჭერი ძალების მიერ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს იმ მუშაობას და თანამშრომლობას რაც გვაქვს საქართველოსთან. ვეხმარებით საქართველოს უსაფრთხოებისა და მედეგობის გაზრდაში, ვეხმარებით დაიცვას საკუთარი თავი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილჰამ ალიევი: საფრანგეთი ვერ იქნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის ნაწილი
Next post მამუკა მდინარაძე ზურაბიშვილზე: ვაგონებით ჩამოდიან რუსები საქართველოშიო. არ ვიცი, რა ვაგონები, ან ვაგონებით ჩამოსული ხალხი ბოლოს როდის ნახა